logo_geo
მსახიობი სტივენ ფრაი სიმსივნეს ებრძვის
- +

26 თებერვალი. 2018. 12:26



მსახიობმა სტივენ ფრაიმ გულშემატკივრებს განუცხადა, რომ პროსტატის კიბოზე მკურნალობს. ვიდეო მსახიობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ფრაის განმარტებით, დეკემბერში მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ვარაუდობდა, რომ გრიპი დაემართა. ექიმებმა მას სრული გამოკვლევა ჩაუტარეს. ანალიზების შედეგად გამოვლინდა, რომ მსახიობს სიმსივნე აქვს.

ექიმებმა მსახიობს მკურნალობის ორი ვარიანტი შესთავაზეს: რადიოთერაპია ან ოპერაციის გაკეთება. მსახიობმა სამედიცინო ჩარევა აირჩია და იანვრის დასაწყისში ექიმებმა მას ოპერაცია ჩაუტარეს. მსახიობის თქმით, ოპერაცია წარმატებული აღმოჩდა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს.

როგორც მსახიობმა დასძინა, თუ ოპერაციის მიუხედავად, დაავადება ისევ შეაწუხებს, მაშინ რადიოთერაპიას მიმართავს.

„ახლა თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობ", - დასძინა მან.

სტივენ ფრაი ბრიტანელი მსახიობი, დრამატურგი, მწერალი და ლგბტ აქტივისტია. 2003 წელს ჟურნალმა „Observer"-მა ის „დედამიწაზე 50 ყველაზე სასაცილო ადამიანს" შორის დაასახელა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი