logo_geo
ეგვიპტეში დაკარგული საგანძური და უმაღლესი ქურუმის მუმია იპოვეს
- +

26 თებერვალი. 2018. 16:54



არქეოლოგებმა ხელუხლებელი ძველეგვიპტური ნეკროპოლისი აღმოაჩინეს, რომელშიც სულ მცირე 8 სამარხი და 40 სარკოფაგი შედის. გარდა ამისა, სამარხში ძვირფასი ქვები და ეგვიპტელების წმინდა სიმბოლოები ინახება. ამის შესახებ გამოცემა „Science Alert" წერს.


საფლავები კაიროს სამხრეთით ელ-მინაის პროვინციაში იპოვეს. სამარხის კომპლექსი შედგება რამდენიმე შახტისგან, რომელიც ოჯახური საფლავებისკენ მიდის. სამარხის კომპლექსში იპოვეს მუმიები და მათი ორგანოების შესანახი კონტეინერები.


ერთ-ერთ საფლავში ჯეხუტი-ირდი-ესია დაკრძალული, - სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება თოტის უმაღლესი ქურუმი. მეცნიერებმა სარკოფაგის კუთვნილება იეროგლიფებით დაადგინეს. მასზე ასევე ეწერა, რომ ქურუმი „ხუთიდან ერთ-ერთი დიდებული" იყო. ჯეხუტი-ირდი-ესიას მუმია ბრინჯაოს საყელოთია მორთული, რომელზეც ლურჯი და წითელი ძვირფასი ქვებია.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი