logo_geo
ბრიტანეთში, დანით ჩადენილი დანაშულის მატების გამო კანონი გამკაცრდა
- +

27 თებერვალი. 2018. 10:39


 

დიდ ბრიტანეთში, დანით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის შემაშფოთებელი ზრდის გამო, გასული წლის ივლისში, მთავრობამ კანონების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ theguardian წერს.


მთავრობამ დანით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის საშუალებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს დანის ინტერნეტით შეძენის აკრძალვას, ხოლო საცალო გაყიდვისას, ვალდებულებას აკისრებს გამყიდველს, რომ შეამოწმოს მყიდველის ასაკი.


პოლიციას მიეცა ახალი უფლებამოსილება- აკრძალული ცივი იარაღის (ზომბის დანა, კასტეტი, შურიკანი) ჩამორთმევა, და საცხოვრებელი სახლიდან ამ ტიპის იარაღის ამოღების შემთხვევაში პირის დაპატიმრება. ბრიტანეთის შსს-ს ცნობით, სახლის ჩხრეკისას, სამზარეულოს დანებისა და ანტიკვარული ნივთის პოვნის შემთხვევაში პატრონი სასჯელს არ ექვემდებარება.


დანით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას წინ უძღოდა პუბლიკაციები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ცივი იარაღით ჩადენილი დანაშაულის მნიშვლელოვან ზრდაზე იყო საუბარი.


დიდ ბრიტანეთსა და უელსში 2016 წელს, დანით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 32 000-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 14 %-იან ზრდაზე მიუთითებს.


დანით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად სამართალდამცავებს  პრევენციაც დაევალათ, კერძოდ, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ამოღება, კონსულტაციები სკოლის მოსწავლეებთან, საკონტროლო შესყიდვები და სხვა სახის პროფილაქტიკური სამუშაოები.

 

 

წყარო: www.infopostalioni.com

 

 

 

 

big_banner
არქივი