logo_geo
დონალდ ტრამპი: სკოლაში სროლის დროს იარაღის გარეშეც შევვარდებოდი
- +

27 თებერვალი. 2018. 14:06



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გუბერნატორებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ფლორიდის სკოლაში, სადაც 17 ადამიანი მოკლეს, თვითონ შევარდებოდა, ახლოს რომ ყოფილიყო.

 

„არასდროს იცი, სანამ არ გამოცდი, თუმცა, ვფიქრობ, რომ მე შევვარდებოდი სკოლაში, იარაღიც რომ არ მქონოდა. ვფიქრობ, რომ უმრავლესობა თქვენგანიც ამას გააკეთებდა", - განაცხადა ტრამპმა.


სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო პოლიციელების ქცევა, რომლებიც სროლის დროს სკოლაში არ შევიდნენ. კონკრეტულად ვისზე მიუთითა ტრამპმა, უცნობია.


მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია მხოლოდ შერიფის მოადგილე სკოტ პიტერსონზე, რომელიც სკოლაში სასწრაფო ზარის შემდეგ მივიდა, თუმცა შიგნით არ შესულა.


ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს განხორციელებული სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.



 

big_banner
არქივი