logo_geo
რუსეთს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლებას წაართმევენ
- +

28 თებერვალი. 2018. 14:32



1 აპრილიდან საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე განაცხადის შეტანაზე ახალი წესი ამოქმედდება.


ახალი წესის თანახმად, საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებმაც იუნესკოს კონვენციას დაუჭირეს მხარი, რატიფიცირება მოახდინეს, მიიღეს და ამ ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები და ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციები მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსის შესაბამისად მიიჩნევიან.


2017 წლის დეკემბრის ბოლოს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) საიტზე „WADA-ს შესაბამისობის კოდექსის საერთაშორისო სტანდარტი" გამოქვეყნდა.


რუსეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ (РУСАДА), რომელზეც ამჟამად სანქციები ვრცელდება.


რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ის ტურნირები, რომლებზეც კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია, გაიმართება.


მათ შორის 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში, რომელსაც ცვლილება არ შეეხება.


თუმცა მომავალში საერთაშორისო ტურნირების გამართვაზე განაცხადის გაკეთება რუსეთს არ შეეძლება.



 

big_banner
არქივი