logo_geo
ევროპაში ყინვასა და დიდთოვლობას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა
- +

28 თებერვალი. 2018. 20:30



ევროპაში ყინვასა და დიდთოვლობას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი" ავრცელებს.


პოლონეთში უამინდობის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, საფრანგეთში - ოთხი, ამდენივე გერმანიაში. ხუთი ადამიანი მესხვერპლთა დიდთოვლობასა და ყინვას ლიტვაში, სამი - ჩეხეთში, ორი - რუმინეთში, ერთი კი - იტალიაში.


სინოპტიკოსების მონაცემებით, გერმანიის ზოგიერთ რაიონში ამ ღამით ტემპერატურა მინუს 24 გრადუსამდე დაეცემა. ესტონეთში ჰაერის ტემპერატურა მინუს 29 გრადუსს აღწევს.


ყინვის გამო, ხელისუფლებამ საგანგებო ზომებს მიმართა, განსაკუთრებული ღონისძიებები ტარდება უსახლკაროების თავშესაფრით უზრუნველსაყოფად.


უჩვეულო დიდთოვლობაა ესპანეთში. კატალონიაში უამინდობის გამო დაიხურა სკოლები და შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა.


სასწავლო პროცესი შეწყდა რომის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე შეფერხებულია მანქანების გადაადგილება. ნეაპოლში კი მუშაობა შეწყვიტა აეროპორტმა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ევროპაში ყინვა და თოვლის უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.




 

big_banner
არქივი