logo_geo
ვლადიმერ ჟირინოვსკი: მსოფლიოში ომი მიდის, გესმით?!
- +

28 თებერვალი. 2018. 21:40


 

„მე, ვლადიმერ ჟირინოვსკი, ვიყავი გადაცემაში Hard Day's Night. კარგი, ნიჭიერი ჟურნალისტები არიან. მაგრამ მე მაღიზიანებს მეწვრილმანეობა. აი, კურდღლებივით სხედან და ღეჭავენ იმას, თუ ვის ვისთან ძინავს, ვინ ვის რა მისცა. მე არ ვიცი, ნუთუ სასიამოვნოა მთელი ცხოვრება იმით დაკავება, ვის რა აქვს ჯიბეში, ვის რა აქვს კუჭში, რა ჭამა და რა დალია. ამაზრზენია ეს ყველაფერი", - ამ სიტყვებით რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ რუსულ ტელეკომპანია Дождь-თან ინტერვიუს შემდეგ, არხი გააკრიტიკა. როგორც ჟირინოვსკიმ განაცხადა, მსოფლიოში ომი მიმდინარეობს.

 

„მინდა რაღაც ამაღლებული, სულიერი, ადამიანური. მსოფლიოში ომი მიდის, გესმით? მთელ მსოფლიოში მონობა, პროსტიტუცია და ნარკოტიკებია. როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი? მე ყველაზე გამოცდილი ადამიანი ვარ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. იცით, რომ მე წინაპრებში ნაპოლეონი მყავს, ჰიტლერი, აინშტაინი, ლინდონ ჯონსონი - აშშ-ის პრეზიდენტი, ყველა დიდებული ადამიანი, მოქანდაკეები, აკადემიკოსები. თქვენ ვინ გყავთ? თქვენ ვისი შვილები ხართ? თქვენ მომთაბარეების შვილები ხართ, მწყემსების. გესმით? თქვენ ჩემგან უნდა მიგეღოთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროთ ამ სამყაროში და თქვენ ეს შანსი ვერ გამოიყენეთ", - აცხადებს ჟირინოვსკი.





 

big_banner
არქივი