logo_geo
იაპონიაში კატებისათვის კაფე გაიხსნა
- +

1 მარტი. 2018. 12:36


 

ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია, რთულია შინაური ცხოველის ყოლა სახლის პირობებში, რადგან იაპონელების საცხოვრებელი სახლი ისეა მოწყობილი, რომ ცხოველის ყოლა წარმოუდგენელია. ზოგ კორპუსებში კრძალავენ კიდევაც შინაურ ცხოველებს, ამიტომ იაპონელებმა იპოვეს გამოსავალი და შექმნეს ცხოველების კაფე, კერძოდ კატების კაფე.


ცხოველების მოყვარულს შეუძლია მთელი ის დრო კატების გარემოცვაში გაატაროს, თან მიირთვას ერთი ჭიქა არაჩვეულებრივი მწვანე ჩაი. პირველად ასეთი ობიექტი გაიხსნა 2004 წელს, ოსაკაში და მაშინვე მოიპოვა დიდი პოპულარობა. მოგეხსენებათ, იაპონიაში კატების მოყვარულთა დიდი არმიაა, რადგან ოდითგანვე ეს ცხოველი მშვიდობასთან და კეთილდღეობასთან ასოცირდებოდა. კატების თემა დიდია აგრეთვე ეროვნულ პოპ-კულტურაში, ანიმე ფილმებში. ამიტომ ეს ორიგინალური კაფე ქვეყნის მასშტაბით მთლიანად აითვისეს და ახლა ასეულობით კაფეა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.


კაფეს სივრცე გაყოფილია ორ ნაწილად. კატების განყოფილება, სადაც ყველა სახის გასართობი საშუალებაა კატისთვის და კაფეს განყოფილება, სადაც სტუმარს შეუძლია მიირთვას სხვადასხვა სასმელი, კერძები, ეთამაშოს პატარა არსებებს და აგრეთვე ისარგებლოს ინტერნეტ-მომსახურებით. კატებთან ურთიერთობა საათობრივია და 5-დან 18 დოლარამდე ღირს.


როგორც წესი, კატების კაფეში ცხოვრობს 15-20 კატა, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი არქივი, დანა-ჩანგალი და მოვლის საშუალებები. მათ მუდმივად აკვირდებიან და მონიტორინგს უტარებენ გამოცდილი ვეტექიმები, თანამშრომლები, ფსიქოლოგები. კატები იკვებებიან რეგულარულად სპეციალური საკვებით.


კაფეში ცხოველების მიყვანა ხდება ნებისმიერი გზით, თუნდაც პატრონს ცხოველის ჩაბარება სურდეს, ან თუ კატა პატრონის და თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ეს არის შესანიშნავი გადაწყვეტილება ცხოველებისთვის, მოხვდეს იქ, სადაც მათზე რეალურად იზრუნებენ და დიდი სიყვარულით მოუვლიან.




 

big_banner
არქივი