logo_geo
კიმ ჩენ ინი და მისი მამა შენგენის ვიზის მისაღებად ბრაზილიის პასპორტებს იყენებდნენ
- +

1 მარტი. 2018. 18:42



სააგენტო Reuters-ის ცნობით, 1990-იან წლებში კიმ ჩენ ინი და მისი მამა, კიმ ჩენ ირი შენგენის ზონის ქვეყნების ვიზის მისაღებად ბრაზილიის პასპორტს იყენებდნენ.


ამის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია ევროპის ხუთი ქვეყნის უშიშროების სამსახურმა მიაწოდა. Reuters-მა ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ბრაზილიის პასპორტების ასლების სურათებიც გამოაქვეყნა.

 

„ისინი იყენებდნენ ბრაზილიის პასპორტებს, რომლებზეც ნათლად ჩანს კიმ ჩენ ინისა და კიმ ჩენ ირის სურათები. პასპორტები მათ ვიზის მისაღებად სჭირდებოდათ", - უთხრა Reuters-ს ანონიმურად უშიშროების სამსახურის წევრმა.


ბრაზილიაში ჩრდილოეთ კორეის საელჩომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.


ევროპის სხვა ოთხი ქვეყნის უშიშროების სამსახურმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ იოზეფ პუაგისა და იჯონგ ჩოის პასპორტებზე, მართლაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერების კიმ ჩენ ინისა და კიმ ჩენ ირის სურათები იყო გამოსახული და ისინი, სულ მცირე ორი ევროპული ქვეყნის ვიზის მისაღებად იყო წარდგენილი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მათზე ვიზები გაიცა თუ არა.


კერძოდ, კიმ ჩენ ინის ფოტო ჯოზეფ პუაგის სახელის ქვეშ იყო გამოყენებული და დაბადების თარიღად 1983 წლის 1 თებერვალი ჰქონდა მითითებული. კიმ ჩენ ირის ფოტო კი, იჯონგ ჩოის სახელით გამოიყენეს, დაბადების თარიღად კი, 1940 წლის 4 აპრილი მიუთითეს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი