logo_geo
საუდის არაბეთმა აქლემების სავალდებულო ჩიპირება შემოიღო
- +

2 მარტი. 2018. 12:29



ტელეარხ „ალ არაბიას" ინფორმაციით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში აქლემების სავალდებულო ჩიპირება შემოიღო.


გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში აქლემების რაოდენობა 1,4 მილიონს აღწევს, ხოლო მათი მარკირების პროგრამა უკვე ხუთი წელია მოქმედებს, თუმცა აქამდე აქლემების ჩიპირება მათი მფლობელების სურვილისამებრ ხდებოდა. ამ ხუთი წლის მანძილზე, მიუხედავად გაწეული სააგიტაციო მუშაობისა, მარკირება აქლემების 14,2%-ს ჩაუტარდა.


უწყების ინფორმაციით, კამპანია სასურსათო უსაფრთხოებაზეა გათვლილი, ვინაიდან აქლემის ხორცი და რძე ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.




 

big_banner
არქივი