logo_geo
დონალდ ტრამპის „სავაჭრო ომის“ გამო ამერიკელებს ლუდი გაუძვირდებათ!
- +

3 მარტი. 2018. 02:43



ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული, ფოლადისა და ალუმინის საიმპორტო ტარიფების ზრდა ქვეყანაში ლუდს გააძვირებს. ინფორმაციას Businessinsider-ი ავრცელებს.


ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკაში ამით ლუდი გაძვირდება, რადგან ლუდს მწარმოებლები ალუმინის ქილებში ასხამენ.


ამასთან, ცვლილებებმა, შესაძლოა, იმოქმედოს სასმელის სხვა კომპანიების ტარიფებზე, მათ შორის Heineken USA-სა და Coca-Cola Company-ზე.


ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, ქვეყანაში ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ხოლო ალუმინის იმპორტზე 10%-იანი ტარიფი დააწესოს.


თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ გამყიდველის ვალდებულებების შემოღება ამერიკული წარმოებისა და სამუშაო ადგილების დაცვას ისახავს მიზნად. გამყიდველის ვალდებულებები ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოცხადდება, რაც ფოლადის იმპორტზე 25%, ალუმინზე კი 10%-ის დაწესებას ითვალისწინებს.


ვაშინგტონის განმარტებით, ამ გზით შტატებში იაფფასიანი  ფოლადის შედინება აღიკვეთება, რაც ადგილობრივი ფოლადის მწარმოებლებს შეუწყობს ხელს.


შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის კანადა, ჩინეთი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმპორტზე ტარიფების გაზრდის გამო აკრიტიკებენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი