logo_geo
ჩინელებს შესაძლოა მესამე შვილის ყოლის უფლება მისცენ
- +

3 მარტი. 2018. 13:58




ჩინეთის სახალხო წარმომადგენლობის ყოველწლიურ შეკრებაზე, მარტში, კანონმდებლები სოციალურ რეფორმებს განიხილავენ. მათ შორის, შესაძლოა, საკითხი ოჯახური წყვილებისთვის მესამე შვილის ყოლის უფლებასაც შეეხოს.


2015 წლის შემოდგომაზე ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა „ერთი შვილის" პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 1970 წლიდან მოქმედებდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის და ქვეყნის განვითარების ბალანსით ახსნა. ამის შემდეგ, რატომღაც, შობადობა გაზრდის ნაცვლად - შემცირდა.


ქვეყნის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, გასულ წელს 17,23 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 630 ათასით ნაკლებია წინა წლის მონაცემებთან შედარებით


ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შობადობა ჩინეთში უახლოეს 10 წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც 20 წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას საფრთხეს შეუქმნის, თუ ჩინეთი კვლავაც განაგრძობს „ორი შვილის" პოლიტიკას.


ჩინეთის ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, ამ პოლიტიკას ქვეყანაში 90 მილიონი ოჯახი ექვემდებარება, რაც 2030 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობის 1,45 მილიარდამდე ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.




 

big_banner
არქივი