logo_geo
სიკვდილმისჯილი განაჩენის აღსრულების შემდეგ ცოცხალი გადარჩა!
- +

3 მარტი. 2018. 15:15



მსგავსი ინციდენტი მსოფლიოს არ ახსოვს - ამერიკელები სიკვდილმისჯილის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას ვერ ახერხებენ!


61 წლის დოილ ლი ჰემს სასამართლომ 1987 წელს ჩადენილი მკვლელობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა განაჩენის აღსრულება შეუძლებელია, რადგან სიკვდილმისჯილის სხეულზე ვერ აღმოაჩინეს ვენა, საიდანაც შეძლებდნენ სხეულში სასიკვდილო ინიექცია შეეშვათ. ამერიკის ამ შტატში კი სიკვდილით დასჯის სხვა მეთოდს არ მიმართავენ.


ცნობისთვის, სასიკვდილო ინიექცია არის სიკვდილით დასჯის ფორმა, როცა სიკვდილმისჯილის სისხლში, ინიექციის წესით, შხამი შეჰყავთ. სიკვდილმისჯილს სვამენ სპეციალურ სავარძელში და მის ვენაში ორი მილი შეჰყავთ. თავდაპირველად, სისხლში ნატრიუმის თიოპენტალს უშვებენ, რომელიც ოპერაციების დროს, საანესთეზიოდ გამოიყენება, შემდეგ კი შხამი პავულონი და კალიუმის ქლორიდი შეჰყავთ, რაც სასუნთქი გზების პარალიზებასა და გულის მუშაობის შეწყვეტას იწვევს.


სიკვდილი, როგორც წესი, ინიექციის შეყვანიდან 5-15 წუთში დგება, მაგრამ ლი ჰემი გამონაკლისია...


აღმასრულებლებს სიკვდილმისჯილის მთლიანად გაშიშვლება მოუხდათ, თუმცა მის სხეულზე ვერ აღმოაჩინეს ვენა, საიდანაც სასიკვდილო ინიექციის შეყვანას შეძლებდნენ. ვენის ძებნის პროცესში ჰემის მთელი სხეული დაჩხვლიტეს, რაც საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა.


საბოლოოდ გაირკვა, რომ მამაკაცის ვენები ონკოდაავადებებთან და ჰეპატიტებთან ბრძოლისა და ნარკოდამოკიდებულების გამო ისე დაზიანდა, რომ მათი პოვნა შეუძლებელია.


ამასობაში, ჰემის ადვოკატმა ციხის ხელმძღვანელობას მისი დაცვის ქვეშ მყოფის წამებაში დასდო ბრალი. ადვოკატის თქმით, ორი აღმასრულებელი სიკვდილმისჯილს 2 საათის განმავლობაში ჩხვლეტდა, რაც მას აუტანელ ტკივილს აყენებდა, თუმცა განაჩენის აღსრულება მაინც ვერ მოხერხდა.


ამჟამად, სასჯელის აღსრულების პროცესი შეჩერებულია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი