logo_geo
ფიორენტინას კაპიტანი დავიდე ასტორი 31 წლისა გარდაიცვალა
- +

4 მარტი. 2018. 16:39



„ფიორენტინას" კაპიტანი დავიდე ასტორი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.


დღეს ფეხბურთელი თავისი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ასტორის დაღუპვის დეტალები ჯერ უცნობია. სპორტსმენი „ფიორენტინა" უდინეში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ იყო ჩასული.


„ფიორენტინა" ღრმა მწუხარებით იტყობინება, რომ გარდაიცვალა ჩვენი კაპიტანი დავიდე ასტორი საშინელ და დელიკატურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ვთხოვთ პრესას გამოიჩინოს თანაგრძნობა და პატივისცემა მისი ოჯახის მიმართ", - წერია კლუბის განცხადებაში.


იტალიის ნაკრებში ასტორი 2011-17 წლებში თამაშობდა, ამ დროის განმავლობაში 14 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.


ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გადაიდო სერია A-ს 27-ე ტური მატჩი „ფიორენტინასა" და „უდინეზეს" შორის. ის კვირას, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.


 

big_banner
არქივი