logo_geo
ადგილები, სადაც 2018 წელს უნდა იმოგზაუროთ
- +

4 მარტი. 2018. 18:13

 

The New York Times-ი მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს ურჩევს, თუ რომელ ქვეყნებსა და ქალაქებს უნდა ესტუმრონ 2018 წელს. გამოცემამ 52-ქვეყნიანი სია წარმოადგინა. თითოეული დასახელებული რეგიონი გამორჩეული კულტურით, ბუნებითა და ისტორიითაა განსაკუთრებული.


ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია:

 

ნიუ-ორლეანი, - ჯაზისა და ფესტივალების დედაქალაქი


ნიუ-ორლეანი არის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და კულტურის  თავისებური ნაზავი. ევროპული, ლათინოამერიკული, აფრიკული წარმოშობის ადამიანების გავლენა კარგადაა ასახული ადგილობრივ სამზარეულოში. აქ მდიდარი და მრავალ ფეროვანი სამზარეულოს წყალობით შესაძლებელია კარგად გამოიკვებოთ, რითაც ადგილობრივები ძალიან ამაყობენ.


კოლუმბია


კოლუმბიის სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ სამხრეთამერიკული მდიდრული ქარიზმით და ჯუგო დე ლულოს სასმელით. .კოლუმბიაში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო სასტუმროს მფლობელებისა და მმართველების ახალი თაობა ფუფუნებით დასვენების გარანტიას იძლევა. კოლუმბია ძალზე მრავალფეროვანი ადგილია, აქ თქვენ გელით კარიბის ზღვის სუფთა სანაპიროები, კარტახენას რიყის ქვით მოპირკეთებული ულამაზესი ქუჩები, ამაზონის ეგზოტიკური ტროპიკული ტყეები, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული შვიდი ღირსშესანიშნავი ადგილი, ბოგოტის ხმაურიანი მეტროპოლისი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ხალხი.


ბაზილიკატა, იტალია


რეგიონი იტალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში. ტურისტებს, რომელთაც ძველი ქალაქები უყვართ, ეს ადგილი მათთვის შესანიშნავია. ულამაზესი სანაპიროები, უძველესი, ისტორიული ქალაქები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და კრიმინალის დაბალი მაჩვენებელი. რეგიონი ცნობილია გამოქვაბულებით, რომელთაც ოდესღაც საცხოვრებლად იყენებდნენ.


კარიბის ზღვის ქვეყნები მათთვისაა, ვისაც ზამთრის ცივ დღეებში თბილ ქვეყნებში, ზღვაზე და მზიან სანაპიროზე უყვარს დასვენება.  კარიბის კუნძულების რბილი ჰავა, მზიანი  სანაპიროები და ულამაზესი ბუნება უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ წარმოდგენილია როგორც კერძო მდიდრული სანაპიროები და კერძო კუნძულები, ასევე იაფი საერთო საცხოვრებლები. აქ ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის მოიძებნება სასურველი  მომსახურება.


შვეიცარია, ფირვალდშტეტის ტბა


ტბა შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილშია, - ალპების ძირას. მოქცეულია მთათაშუა ქვაბულში და  მდებარეობს ზღვის დონიდან 434 მ სიმაღლეზე. გარშემორტყმულია მთებით. ირგვლივ აღმართულია პილატუსისა და რიგის მთები. აქ განვითარებულია თევზჭერა და წყალში უამრავი კალმახი ბინადრობს. სანაპიროზე არაერთი კურორტია, მათ შორის ლუცერნი.


ჩილეს ნაციონალური პარკები


ჩილე განთქმულია ნაციონალური პარკების სიმრავლით. 2414 კილომეტრიანი მარშრუტით ტურისტებს 17 ეროვნული პარკის ხილვა შეუძლიათ. გამორჩეულია ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩილეში, აღდგომის კუნძულზე.


სამხრეთ კორეა, კანვონდოს პროვინცია


სწორედ ამ რეგიონში გაიმართა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. პროვინცია განთქმულია სწრაფმავალი მატარებლებით, ჯომარდობით, ლაშქრობისთვის იდეალური ადგილებითა და ულამაზესი სანაპირო ზოლით. რეგიონი განთქმულია გემრიელი სამზარეულოთიც.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი