logo_geo
ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით დაპატიმრებული ჟურნალისტი გაანთავისუფლეს
- +

5 მარტი. 2018. 14:22


ადამიანის უფლებების დაცვის ასოციაცია დღეს ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით დაპატიმრებული ჟურნალისტის 19 წლის შემდეგ გათავისუფლებას ზეიმობს.


Human Rights Watch-ის განცხადებით, იუსუფ რუზიმურადოვი, რომელიც 19 წლის წინ უზბეკეთის რესპუბლიკაში უსამართლოდ დააკავეს და აწამეს, დღეს თავისუფალია.


რუზიმურადოვი, რომელიც ახლა 64 წლისაა, ოპოზიციურ გაზეთ „ERK"-ში მუშაობდა, რაც თარგმანში თავისუფლებას ნიშნავს. 1999 წელს ის და მისი რედაქტორი ანტისახელმწიფოებრივი გაზეთის გავრცელებისათვის დააკავეს.


Human Rights Watch -ის თქმით, ეს არის უზბეკეთის მთავრობის მხრიდან მცდელობა, შეცვალოს დიდ ხნიანი რეპრესირებული პოლიტიკა და პირველი ნაბიჯებია სიტყვის თავისუფლებისაკენ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი