logo_geo
ძილის წინ მობილურის ბალიშთან ახლოს დატოვება რეკომენდებული არაა!
- +

6 მარტი. 2018. 01:57



აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მობილურ ტელეფონებზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მკაფიო პასუხი სმარტფონების ონკოლოგიურ დაავადებებთან კავშირზე, ჯერჯერობით არ არსებობს - საკმარისი მონაცემები არ არის.


ტელეფონებს აქვთ არაიონიზებული რადიოსიხშირული გამოსხივება, რომლის გავლენაც ადამიანზე 100%-ით შესწავლილი არ არის. ეს ტალღები ბევრად სუსტია, ვიდრე იონიზებული გამოსხივება, რომელიც რენტგენული სხივების (ინფრაწითელი და გამა-გამოსხივების) მსგავსია და რომელსაც ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში შეღწევა და დეენემის სტრუქტურის შეცვლით უჯრედების დაზიანება შეუძლია. 


იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და პრესა მუდმივად წერს ასეთ საფრთხეზე, ამიტომ სმარტფონების თავთან ახლოს განთავსება, მათ შორის ძილის წინ, რეკომენდებული არ არის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი