logo_geo
ბიტკოინი კვლავ გაუფასურდა
- +

8 მარტი. 2018. 18:52



ბიტკოინის ფასი 10 000 დოლარს ჩამოცდა. ამის მიზეზი კი ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც შესაძლოა კრიპტოსავალუტო ბირჟაზე Binance ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას CoinDesk-ი წერს.


ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 9849 დოლარია. 27 თებერვალს კი ბიტკოინის ღირებულება 10 000 დოლარს აჭარბებდა.


2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.


მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს.


ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი