logo_geo
მალაიზიაში iPhone-ის რიგში 11 000 ადამიანი ჩადგა, რის შემდეგაც აქცია ჩაიშალა!
- +

9 მარტი. 2018. 00:02



Apple-ს პროდუქტების მალაიზიურმა რესელერმა iPhone-ზე გრანდიუზული ფასდაკლება გააუქმა, რადგან გაყიდვების დაწყებამდე ერთი საათით ადრე რიგში 11 000 ადამიანი იდგა. კომპანია გეგმავდა, რომ iPhone-ს საწყისი ფასი 50$ ყოფილიყო, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა აქციის ჩატარების საშუალება არ მისცა.


როგორც აღნიშნული ღონისძიების სარეკლამო ბანერზე ვკითხულობთ, კომპანია Switch ფასდაკლებას უმეტესად ცალად დარჩენილ პროდუქტზე აცხადებდა. მათ შორის იყო iPhone-ს ყველა მოდელი 5S-დან 7-მდე, Mini და Pro iPad-ები, Apple Tv, MacBook-ები, iMac-ები და iPod Touche-ები. ფასდაკლებით წარმოდგენილი იყო მხოლოდ 10 ცალი 50$-იანი 5S მოდელი, თითო-თითო 16 Gb-იანი iPad Air 2, 211 წლის Macbook Air 64 GB და 24 ინჩიანი iMAc-ი, რომელთა ფასი 77$, 128$ და 255$ შორის მერყეობდა. მაღაზია ჯამში სულ 200 ერთეულის გაყიდვას გეგმავდა.


მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ღამით დაწყებული რიგი არ ჩაითვლებოდა, ენთუზიაზმით აღსავსე მყიდველებმა მაღაზიასთან შეკრება გახსნამდე 19 საათით ადრე დაიწყეს. რიგი Switch-ის კარიდან იწყებოდა და სავაჭრო ცენტრის გარეთ მთავრდებოდა. შუაღამისთვის, გარეთ პარკინგის არც ერთი ადგილი აღარ იყო დარჩენილი, ხალხი უსასრულო რიგში იდგა.


ადმინისტრაციას დადგეგმილი ჰქონდა, რომ ბილეთები მათთვის მიეცა, ვინც პირველი შევიდოდა მაღაზიაში, თუმცა როგორც კი კარი გაიღო, ბრბომ მთელი მაღაზია გადათელა.


ინციდენტის შემდეგ მაღაზიამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა:

 

„უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამწუხაროდ გატყობინებთ, რომ დაგეგმილი საცალო გაყიდვა გადაიდო. თარიღი ჯერჯერობით უცნობია",  - წერია განცხადებაში.


კომპანიამ ცალკე პოსტში აღნიშნა, რომ მომხდარის გამო ძალიან წუხს:

 

„ძალიან ვწუხვართ გუშინდელი ინციდენტის გამო. ჩვენთვის მომხდარი მოულოდნელი იყო. ჩვენ ფაქტობრივად 11 000-მა ადამიანმა წაგვლეკა", - წერს მაღაზიის facebook-გვერდი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი