logo_geo
დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან შეხვედრის დროსა და ადგილს უახლოეს მომავალში დავადგენთ
- +

10 მარტი. 2018. 12:21



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი  თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მისი შეხვედრა მსოფლიოსთვის უდიდესი მიღწევა იქნება.


„შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთან აუცილებლად შედგება, რაც მსოფლიოსთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. დროს და ადგილს მალე დავთქვამთ", - წერს ტრამპი „ტვიტერში".


ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის წინ, მრჩევლებთან და მისი ადმინისტრაციის წევრებთან კონსულტაციის გავლას არ გეგმავს. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმაც დაადასტურა.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეთავაზებას პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით დათანხმდა. ორი თვით ადრე ფხენიანს პირისპირ შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა შესთავაზა.




 

big_banner
არქივი