logo_geo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთი არავის ემუქრება, მაგრამ...
- +

11 მარტი. 2018. 19:58



„რუსეთი არავის ემუქრება, მაგრამ მზად არის, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.


„ჩვენ არავის დავემუქრებით, მაგრამ ვიყენებთ რა ჩვენს უპირატესობას, მოცემულ შემთხვევაში ტერიტორიული ხასიათის, უზრუნველვყოფთ რუსეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფილმში, სახელწოდებით „პუტინი".


მისი თქმით, ამ მხრივ არქტიკული რეგიონი რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. პუტინის განცხადებით, ნორვეგიის სანაპიროებთან მუდმივად მორიგეობენ აშშ-ის წყალქვეშა ნავები, საიდანაც რაკეტები მოსკოვამდე 15 წუთში აღწევს. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს გააჩნია ყინულმჭრელი ფლოტი და მისი განვითარების გეგმები.


კრემლის ლიდერი ფილმში ყვება, რომ ახლო წარსულში ფრანც იოსების კუნძულს ეწვია, სადაც მეცნიერებმა უთხრეს, რომ უცხოელ ტურისტებს გიდები უყვებიან, რომ ეს ტერიტორია ოდესღაც „საბჭოთა კავშირს" ეკუთვნოდა.

 

„ანუ უკვე დაიწყეს ჩვენთვის ამ ტერიტორიების ჩამოწერა, ჩვენ კი ისინი არავისთვის მიგვიცია", - აცხადებს პუტინი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი