logo_geo
ლეგენდარული ბრიტანელი კომიკოსი კენ დოდი გარდაიცვალა
- +

12 მარტი. 2018. 13:51



ლეგენდარული ბრიტანელი ტელეწამყვანი, კომიკოსი და სცენარისტი კენ დოდი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ის დაქორწინდა ანა ჯონსზე, რომელთან ერთადაც 40 წელი ცხოვრობდა.


კენ დოდი საზოგადოებისთვის ძირითადად ცნობილი იყო სტენდ-აპ შოუებით, რომელიც არა მხოლოდ კომედიას მოიცავდა, არამედ მუსიკალურ ნომრებსა და სპექტაკლებს. დიდ ბრიტანეთში მას 1950-იანი წლების მიუზიკ-ჰოლების უკანასკნელ დიდებულ კომიკოსს უწოდებდნენ.


1960 წელს დოდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა - 3 საათის განმავლობაში მან 500 ხუმრობა თქვა, 7,14 ხუმრობა წუთში.


 

 

 

 

 

 

 

 



 

big_banner
არქივი