ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10-მდე მოქალაქე.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიციის, მაშველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. შესაძლოა, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.