logo_geo
აღდგომის კუნძული რამდენიმე წელიწადში ჩაიძირება
- +

16 მარტი. 2018. 18:55


აღდგომის კუნძული და მასზე არსებული უძველესი ქანდაკებები მომავალ წლებში თანდათანობით ჩაძირვას დაიწყებს, რადგან ოკეანის მოცულობა გლობალური დათბობის გამო მატულობს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.


მკვლევარების შეფასებით, 2100 წლისთვის ოკეანე 2 მეტრამდე ამაღლდება და წყლის ქვეშ აღმოჩნდება დიდი სანაპიროები, ეს კი აღდგომის კუნძულზე ეროზიის პროცესს დაარღვევს.


მეცნიერების თქმით, განადგურდება ცერემონიის პლატფორმა (ახუ) ტონგარიკი, სადაც 15 სხვადასხვა ზომის ქანდაკება დგას. ასევე გაქრება პლაჟი ანაკენა, რომელიც ცნობილია თავისი თეთრი მარჯნის ქვიშით.


აღდგომის კუნძული ცნობილია ქვის ვეებერთელა ქანდაკებებითა და იეროგლიფური დამწერლობით. ამ კულტურის ნაშთებს სწავლობდნენ ინგლისური, ფრანგული, ბელგიური ექსპედიციები. 1955-1956 წლებში გათხრებს აწარმოებდა ნორვეგიულ-ამერიკული ექსპედიცია თურ ჰეიერდალის ხელმძღვანელობით.


კუნძულზე შექმნილი რაპა-ნუის ეროვნული პარკი 1983 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი