logo_geo
ეგეოსის ზღვაში 14 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს
- +

17 მარტი. 2018. 18:35



ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეგეოსის ზღვაში, აგათონისის კუნძულთან, სადაც ხისგან დამზადებული ნავი ჩაიძირა, 14 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს.


გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე 21 ადამიანი იმყოფებოდა.


ნაპირზე გამოსვლა ორმა ქალმა და ერთმა მამაკაცმა მოახერხეს, დანარჩენების გადასარჩენად ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.




 

big_banner
არქივი