კომპანია CereProc-ის მეცნიერები აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ხმასა და იმ სიტყვას აღადგენენ, რომლითაც კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს, მისი მკვლელობის დღეს უნდა წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
ხმის რეპროდუქციის შესაქმნელად მეცნიერებმა კენედის გამოსვლების 831 ჩანაწერი გააანალიზეს. შედეგად, მათ ყოფილი პრეზიდენტის ხმის 116 777 სხვადასხვა ტონი დააფიქსირეს.
კენედი ამერიკის პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წლამდე იყო. სწორედ ამ წელს მოკლეს ამერიკის 35-ე ლიდერი.