logo_geo
მსოფლიოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მომხდარი ავარიების სტატისტიკა!
- +

17 მარტი. 2018. 22:50



სამთო-სათხილამურო კურორტების თითქმის 70-წლიანი არსებობის განმავლობაში უამრავი ავარია და უბედური შემთხვევა მოხდა. სპეციალისტები საბაგირო სავარძლებს სნოუბორდისტების სიცოცხლისთვის ბუნებრივ სტიქიებზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. ასეთ ინციდენტებს თავად სპორტის ამ სახეობების მოყვარულები აღრიცხავენ. მათი ინფორმაციით, 2010 წლისთვის მოთხილამურეებისათვის ყველაზე სახიფათო ადგილად ავსტრია რჩებოდა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა ადამიანებისთვის მიყენებული ზიანისა და უბედური შემთხვევების სტატისტიკით.


ამ სიაში მხოლოდ მასშტაბური ავარიებია, რომლებსაც ემსხვერპლა 1 ადამიანი მაინც, ან დაშავდა 10 ტურისტზე მეტი. ჩამონათვალშია 1991 წლის თბილისის ტრაგედიაც.


1947 წლის 9 აპრილი, Monte Serrate, სან-პაულუ, ბრაზილია: დაიღუპა 1, დაშავდა 6 ადამიანი. მონტე სარატეში ფუნიკულორს 30 ადამიანი გადაჰყავდა, როდესაც ფოლადის გვარლი გაწყდა. დაიღუპა ერთი ქალი, კიდევ 6 ადამიანი დაშავდა.


1956 წლის 26 ივლისი, როუ-მაუნთინი, ნიუ-ჰემფშირი, აშშ: დაიღუპა 1, დაშავდა - 7 ადამიანი. ავარიის დროს საბაგირო სავარძელზე 30 ადამიანი იყო. ეს გახლდათ ისტორიაში საბაგირო სავარძელზე მომხდარი პირველი ინციდენტი.


1957 წლის 10 აგვისტო, კონიე, ვალ დაოსტა, იტალია: 1 დაღუპული, 11 დაშავებული. საბაგიროზე ავარია მუშების გადაყვანის დროს მოხდა.


1960 წლის 15 აგვისტო, მონტე-ფაიტო, ნეაპოლი, იტალია: 2 დაღუპული. საბაგირო სარკინიგზო ხაზების თავზე გადიოდა, სადაც მოხდა კიდეც ავარია.


1961 წლის 29 აგვისტო, Aiguille du Midi, მონბლანი, საფრანგეთი: 6 დაღუპული. საბაგირო გზა Vallee Blanche-ს, რომელიც იტალიურ კურმაიორს ფრანგულ შამონისთან აკავშირებდა, საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალთა გამანადგურებელი F-84F დაეჯახა. დაიღუპა 6 ადამიანი, კიდევ 81 მგზავრის გადარჩენა მხოლოდ 20 საათის შემდეგ მოხერხდა. ამ ავარიაში თვითფრინავი არ დაზიანებულა და უსაფრთხოდ დაეშვა აეროდრომზე.


1965 წლის 5 სექტემბერი, ლინკოლნი, ნებრასკა, აშშ: დაიღუპა 2, დაშავდა - 48 ადამიანი. საბაგირო გზის ორი ფოლადის კოშკი ბაზრობაზე მყოფ ხალხის მასას დაეცა.


1965 წლის 25 დეკემბერი, პიუი დე სანსი, საფრანგეთი: 7 დაღუპული, 10 დაშავებული. 1965 წლის შობაზე, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროს მოწყდა გონდოლა, რომელზეც 17 ტურისტი იყო.

 

1966 წლის 9 ივლისი, Aiguille du Midi, მონბლანი, საფრანგეთი: დაიღუპა 2 ადამიანი, 16 დაშავდა. ვაგონებში სულ 80 ადამიანი იყო. ტრაგედია მოხდა იმის მიუხედავად, რომ საბაგირო დილით შეამოწმეს. სამი გონდოლა სამაგრს მოწყდა და მყინვარის თავზე დაეკიდა.


1968 წლის 15 ივნისი, რატონ პასი, ნიუ-მექსიკო, აშშ: 1 დაღუპული, 7 დაშავებული. კურორტს სკოლის მოსწავლეების დიდი ჯგუფი ეწვია. სავარძლებიანი საბაგირო გზა გადაიტვირთა და საპირისპირო მხარეს დატრიალდა. მოსწავლეებმა საბაგიროს დამუხრუჭება სცადეს და ფეხებით მიწას მყარად მოეკიდნენ. სისტემამ ქცევა ავარიად აღიქვა და მკვეთრად დაამუხრუჭა. ბიძგისგან მგზავრები სავარძლებიდან გადაცვივდნენ.

 

1971 წლის 1 აგვისტო, Alagna Valsesia, იტალია: 4 დაღუპული. წინ მიმავალი გონდოლა სამაგრს მოწყდა, დაცურდა და უკან მიმავალ კაბინას დაეჯახა.


1972 წლის 2 ივლისი, Bettmeralp, შვეიცარია: 12 დაღუპული, 2 დაშავებული. კატასტროფის დღეს საწევი ბაგირი გაწყდა და კაბინა, რომელშიც 14 მგზავრი იყო სადგურის ბეტონის საყრდენს დაეჯახა.


1972 წლის 26 ოქტომბერი, Les Deux, ალპები, საფრანგეთი: 9 დაღუპული. საბაგირო გზის გამოცდის დროს 2 კაბინა ერთმანეთს დაეჯახა.


1976 წლის 9 მარტი, Cavalese, იტალია: 42 დაღუპული, 1 დაშავებული. ფოლადის გვარლი გაწყდა და კაბინა ჩავარდა. 43 მგზავრიდან მხოლოდ 14 წლის გოგო ალესანდრა პიუვეზანი გადარჩა.


1976 წლის 26 მარტი, Vail, კოლორადო, აშშ: 4 დაღუპული, 5 დაშავებული. ცუდად მოვლილი საბაგიროს ფოლადის გვარლი გაწყდა და ორი გონდოლა ჩავარდა.


1978 წლის 15 აპრილი, სკვო-ველი, კალიფორნია, აშშ: 4 დაღუპული, 32 დაშავებული. ქარბუქის დროს ვაგონი, რომელშიც 44 მგზავრი იყო რელსებიდან გადავიდა და 23 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მუხრუჭმა ვაგონს ბოლომდე დაცემის საშუალება არ მისცა, მაგრამ ბიძგისგან ვაგონს იატაკი მოწყდა და 12 ადამიანი მიწაზე დავარდა. სამი ადგილზე დაიღუპა, ერთი - საავადმყოფოში. 


1981 წლის 5 აპრილი, კალიფორნია, აშშ: 17 დაშავებული. იმის გამო, რომ სიმაღლეზე ასვლის დროს ზოგიერთი ტურისტი სავარძლებს არყევდა, რამდენიმე სავარძელი საყრდენ ბოძებს დაეჯახა. ავარიის მიზეზად მგზავრები მიიჩნიეს.


1983 წლის 29 იანვარი, სენტოსა, სინგაპური: 7 დაღუპული, 1 დაშავებული. ფუნიკულორის ორი კაბინა ზღვაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც საბაგირო გზის გვარლი ნავთობმომპოვებელ გემს წამოეგო. 13 ადამიანი ვერტმფრენებით გადაარჩინეს.


1983 წლის 13 თებერვალი, ვალ დაოსტა, იტალია: 11 დაღუპული. ერთი კაბინა სამაგრს მოწყდა და კიდევ ორ კაბინას დაეჯახა. სამივე მიწაზე დაეცა.


1984 წლის 4 თებერვალი, Powderhorn, მიჩიგანი, აშშ: 1 დაღუპული, 8 დაშავებული. საბაგიროს თანამშრომელი, რომელიც მცირე ხარვეზის გამოსწორებას ცდილობდა, გვარლში გაიხლართა. შედეგად თავად მუშა დაიღუპა, კიდევ 8 მგზავრი დაშავდა, რომლებიც სავარძლებიდან გადაცვივდნენ.


1985 წლის 14 დეკემბერი, Keystone, კოლორადო, აშშ: 2 დაღუპული, 48 დაშავებული. კომპანია Lift Engineering-ის (Yan) ცუდი ხარისხით აწყობილი საბგიროს გამო ავარია მოხდა, რომლის დროსაც სავარძლებიდან 50 ადამიანი გადავარდა.


1987 წლის 1 მარტი, Luz-Ardiden, Huates- Pyrénées, საფრანგეთი: 6 დაღუპული, 87 დაშავებული. საბაგირო გზის ერთდროულად 50 სავარძელი გვარლს მოწყდა და მიწაზე დაეცა. 6 ადამიანი დაიღუპა, 87 დაშავებულიდან 41-მა სერიოზული ტრავმები მიიღო.


1989 წლის 13 იანვარი, Alpe d'Huez, საფრანგეთი: 8 დაღუპული. გარემონტებული საბაგიროს გამოცდის დროს ერთ-ერთი კაბინა კაბელს მოწყდა და მოკლა 8 ტექნიკოსი. არაგანზრახ მლვლელობაში დამნაშავედ ცნეს კომპანიის 3 თანამდებობის პირი, რომლებსაც პირობითი განაჩენები გამოუტანეს და ჯარიმები დააკისრეს.

 

1990 წლის 1 ივნისი, თბილისი, საქართველო: 21 დაღუპული. რამდენიმე კაბინა ფოლადის გვარლს მოწყდა, დაშვების დროს დანარჩენებს დაეჯახა და შემდეგ ყველა ერთად სადგურს არ შეეჯახა. ავარიის მიზეზი კაბინების გადატვირთულობა და საბაგირო გზის არასწორი მონტაჟი და ექსპლუატაცია იყო.


1991 წლის 24 ნოემბერი, Pico Espejo, ვენესუელა: 2 დაღუპული. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან საბაგიროზე ავარიამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავად ამ საბაგიროს მშენებლობის დროს 1958 წელს 5 ადამიანი დაიღუპა. 


1992 წლის 29 იანვარი, Nassfeld, ავსტრია: 4 დაღუპული, 9 დაშავებული. საბაგიროზე ავარიის დროს კაბინიდან რამდენიმე ადამიანი გადავარდა.


1993 წლის 4 აპრილი, Sierra Ski, კალიფორნია, აშშ: 1 დაღუპული, 1 დაშავებული. საბაგიროს სავარძლებთან თამაშის დროს 9 წლის ბავშვი დაიღუპა, მისი 14 წლის მეგობარი დაშავდა.

 

1993 წლის 28 აგვისტო, მონტე სოლარო, იტალია: 1 დაღუპული, 10 დაშავებული. ტრაგედია კუნძულ კაპრიზე, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძრის გამო მოხდა. მგზავრების ნაწილი, რომელიც კვამლის და ცეცხლისგან გადარჩენაც დილობდა, კაბინებიდან გადახტა. უკანასკნელი მგზავრი საბაგიროდან 40 საათის შემდეგ ჩამოიყვანეს.

 

1995 წლის 23 დეკემბერი, Whistler, კანადა: დაიღუპა 2 ადამიანი, 10 დაშავდა. სისტემის არასწორი წყობის და პროექტირების გამო გვარლს ოთხი სავარძელი მოწყდა.


1996 წლის 12 ოქტომბერი, კვებეკი, კანადა: 1 დაღუპული, 15 დაშავებული. ფუნიკულორი, რომლის  ბორტზეც 16 ტურისტი იყო, საბაზო სადგურს შეეჯახა. მიზეზად მუხრუჭების გაუმართაობა დასახელდა.


1996 წლის 6 დეკემბერი, Snow Valley, ონტარიო, კანადა: დაიღუპა 1 ადამიანი, 1 დაშავდა. თხილამურის ინსტრუქტორი დაიღუპა, როდესაც სავარძელი რომელზეც ის იჯდა, საყრდენ ბოძს დაეჯახა.


1996 წლის 14 დეკემბერი, Riederalp, შვეიცარია: 1 დაღუპული, 18 დაშავებული. საბაზო სადგურზე მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის გამო მიწაზე 3 გონდოლა ჩავარდა.


1998 წლის 3 თებერვალი, Cavalese, იტალია: 20 დაღუპული. საბაგირო გზის გვარლი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გამანადგურებელმა დააზიანა. 20 ადამიანი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ყველა დაიღუპა.


1999 წლის 1 ივლისი, სენტ-ეტიენი, Devoluy, საფრანგეთი: 20 დაღუპული. გონდოლა გვარლს მოწყდა და მიწას დაეჯახა. საბაგირო, ბურეს ობსერვატორიას ემსახურებოდა და ტურისტებისათვის დაიკეტა.


1999 წლის 26 დეკემბერი, Crans Montana, შვეიცარია: 1 დაღუპული, 4 დაშავებული. ძლიერი ქარის დროს (წამში 42 მეტრის სიჩქარე) მოგლეჯილი ხე საბაგირო გზის გვარლს დაეცა.


2000 წლის 6 ივლისი, Oberstdorf, გერმანია: 32 ადამიანი დაშავდა. ელექტრონული სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, საბაგირო გზის 2 კაბინა ბეტონის კედელს დაეჯახა.

 

2000 წლის 11 ნოემბერი, კაპრუნი, ავსტრია: 155 დაღუპული. საბაგირო გზის გვირაბში ხანძრის დროს 2 ფუნიკულიორი დაიწვა. ხანძარს 155 ადამიანი ემსხვერპლა.


2001 წლის 1 თებერვალი, სან-ფრანცისკო, აშშ: 1 დაღუპული, 7 დაშავებული. Lift Engineering (Yan) ვაგონები ერთმანეთს დაეჯახა.


2003 წლის 3 იანვარი, არტურს სიტი, მელბურნი, ავსტრალია: 18 დაშავებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ საბაგიროზე კიდევ ორი ავარია მოხდა. მისი მფლობელი მოგვიანებით გაასამართლეს და საბაგირო გზა დაიკეტა.


2003 წლის 19 ოქტომბერი, დარჯილინგი, ინდოეთი: 4 დაღუპული, 11 დაშავებული. სამი ვაგონი 30 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ასეთი ავარიისთვის მსხვერპლის რაოდენობა მინიმალური იყო.

 

2005 წლის 5 სექტემბერი, ზელდენი, ავსტრია: 9 დაღუპული, 10 დაშავებული. ვერტმფრენს, რომელიც სამშენებლო მოედანზე მუშაობდა, მასზე მიმაგრებული 750-კილოგრამიანი ბეტონის ბლოკი მოწყდა, რომელიც ერთ-ერთ გონდოლას დაეცა. დარტყმისგან საბაგირო გზა მკვეთრად შეირყა და სხვა ვაგონების მგზავრები ფანჯრებიდან გადაცვივდნენ.


2007 წლის 24 მაისი, ცილერტალი, ავსტრია: 1 დაღუპული, 2 დაშავებული. საბაგირო გზის ტესტირების დროს ლიფტის კაბინა 40 მეტრიდან გადავარდა. კაბინაში 3 მუშა იყო.


2008 წლის 3 იანვარი, გრინდელვალდი, შვეიცარია: 1 დაღუპული, 3 დაშავებული. ძალიერი ქარის გამო საბაგირო გზის გვარლს რამდენიმე სავარძელი მოწყდა.


2009 წლის 17 დეკემბერი, ვისკონსინი, აშშ: 14 დაშავებული. საბაგიროს გადატვირთვის გამო სავარძლები მკვეთრად ირყეოდა წინ ან უკან. მგზავრების დიდი ნაწილი სავარძლებიდან გადაცვივდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი