logo_geo
51 წლის ვინსენტ კასელმა 20 წლის მოდელს ხელი სთხოვა
- +

18 მარტი. 2018. 10:56



მონიკა ბელუჩის ყოფილმა მეუღლემ, ვინსენტ კასელმა 20 წლის მეგობარი გოგოს, ტინა კუნაკის ხელი სთხოვა. ამის შესახებ ტაბლოიდები წერენ.


ტაბლოიდები მოდელის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულმა ფოტომ აალაპარაკა, სადაც ტინას ნიშნობის ბეჭედი უკეთია. როგორც ჩანს წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.




მოდელს კომენტარებში ეკითხებიან თუ რა ხდება, თუმცა კუნაკი კომენტარისგან თავს იკავებს. ასევე გავრცელებულ ჭორზე ქორწინების შესახებ დუმილით პასუხობს ვინსენტ კასელიც.


კასელი ყოფილ მეუღლეს, მონიკა ბელუჩის 2013 წელს დაშორდა. წყვილი ოფიციალურად 1999 წელს შეუღლდა. ურთიერთობა კი 1996 წელს დაიწყეს. ისინი ერთობლივად მონაწილეობდნენ 9 ფილმში.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი