logo_geo
შექმნეს აპარატი, რომელსაც ლუდის ქაფზე ნახატი და წარწერა გადააქვს
- +

19 მარტი. 2018. 14:54




კომპანია Ripples-მა აპარატი შექმნა, რომელიც ლუდის ქაფზე ნახატი ან წარწერა გადააქვს. ამის შესახებ Mashable წერს.


მოწყობილობას ლუდზე ნახატი ან წარწერა მომხმარებლის სურვილისამებრ გადააქვს. კერძოდ, მობილური აპლიკაციით ნებისმიერ მსურველს შეუძლია წინასწარ შეარჩიოს სასურველი ფორმა წარწერიდან დაწყებული პორტრეტით დასრულებული.


გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული კაფე მომხმარებლებს სთავაზობს ყავას სელფით. ყავა სელფის მოყვარულებისთვისაა: სპეციალურ აპარატს ყავაზე რძის ქაფი წინასწარ ატვირთული ფოტოს მიხედვით გადააქვს. პროცესს რამდენიმე წუთი სჭირდება.


 

   


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი