logo_geo
დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს
- +

20 მარტი. 2018. 10:52



თეთრი სახლის ოფიციალური წარმომდგენლის ჰოგან გიდლის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს.


გიდლის განცხადებით, აშშ-თვის რუსეთის არჩევნების შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა.


„ვიმუშავებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა განვავითაროთ, ასევე პასუხი ვაგებინოთ მას მაშინ, როდესაც ის ჩვენს ინტერესებს ემუქრება, მაგრამ ჩვენ ასევე ისეთი სფეროების ძიებაში ვიქნებით, სადაც ჩვენი ერთობლივი მუშაობაა შესაძლებელი",- განაცხადა ჰოგან გიდლიმ.




 

big_banner
არქივი