logo_geo
პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს
- +

20 მარტი. 2018. 16:57



პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიის ხელმძღვანელის კშიშტოფ შერსკის განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ზაფხულში რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად არ ჩავა.


მისი თქმით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.


პოლონეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს არც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. გავრცელებული ინფორმაციით, დუდა ფიქრობს, რომ ახლა მისალოცად შესაფერისი დრო არ არის.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი