logo_geo
ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის უკანასკნელი მამრი მოკვდა!
- +

20 მარტი. 2018. 20:50



მსოფლიოს ბოლო ცოცხალი ჩრდილოელი თეთრი მარტორქა რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ მოკვდა. ინფორმაციას მისი მომვლელები ავრცელებენ.


45 წლის მარტორქა, სახელად სუდანი, კენიაში ცხოვრობდა. მას ასაკთან დაკავშირებული გართულებები ჰქონდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. BBC-ის ცნობით, მარტორქა სიცოცხლის ბოლო 24 საათი ფეხზე ვეღარ დგებოდა და საბოლოოდ მისი დაძინება გადაწყვიტეს.


სუდანი ბოლო ცოცხალი მამრობითი ჩრდილოელი თეთრი მარტორქა იყო. მისი სახეობის მხოლოდ ორი მარტორქა დარჩა ცოცხალი და ორივე მდედრი - სუდანის შვილი და შვილიშვილი.


სუდანის გენეტიკური მონაცემები ორშაბათს შეაგროვეს, რაც მისი სახეობის გადარჩენის იმედს იძლევა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი