logo_geo
სტივენ ჰოკინგს ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ
- +

21 მარტი. 2018. 10:27



ბრიტანელ მეცნიერს, სტივენ ჰოკინგს, რომელიც 14 მარტს გარდაიცვალა, ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის, ჩარლზ დარვინის და სხვა ბრიტანელი მეცნიერების საფლავების გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ ეკლესიის მოძღვარმა ჯონ ჰოლმა განაცხადა. ინფორმაცია ვესტმინსტერის სააბატოს ვეგვერდზე გამოქვეყნდა.


ზუსტად როდის იგეგმება ცერემონია, ჯერ უცნობია. ახლობლები ჰოკინგს 31 მარტს კემბრიჯში უნივერსიტეტის ეკლესიაში პრივატულ ცერემოანიაზე დაემშვიდობებიან.


ფიზიკოსი და მეცნიერების პოპულარიზატორი სტივენ ჰოკინგი 14 მარტს დილით კემბრიჯში 76 წლისა გარდაიცვალა. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი იყო.


ლონდონში, ვესტიმნსტერის სააბატოში დიდი ბრიტანეთის ბევრი საზოგადო, პოლიტიკური და კულტურის მოღვაწეა დაკრძალული. 18-ე საუკუნის შუა წლებამდე ის ინგლისელი მონარქების დაკრძალვის მთავარი ადგილი იყო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი