logo_geo
ობამების ბოლო საშობაო მიმართვა თეთრი სახლიდან
- +

24 დეკემბერი. 2016. 23:38


 

შაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ბოლო საშობაო მისალოცი სიტყვით მიმართეს ამერიკის მოსახლეობას და ბედნიერი დღესასწაულები უსურვეს მთელი ამერიკის მასშტაბით ოჯახებს. ობამები აგრძელებენ მათ ყოველწლიურ ტრადიციას - შობის დღესასწაულის ჰავაიზე გატარებას, სადაც ისინი ახალი წლის დადგომამდე დარჩებიან.


თავიანთ მიმართვაში პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაიხსენეს მათი პირველი ერთობლივი სადღესასწაულო მიმართვა, რომელმაც, როგორც ჩანს, ქვეყნის მთავარსარდალი გაამხიარულა.


ობამებმა, ასევე, მადლობა გადაუხადეს ამერიკელ ჯარისკაცებს მათი სამსახურისთვის და მოუწოდეს ხალხს მხარი დაუჭირონ მათ დღესასწაულების დროს.


პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში დღესასწაულების თეთრ სახლში აღნიშვნა მათთვის ნამდვილი პრივილეგია იყო.

 

„ჩვენ შევძელით, გვემასპინძლა ნახევარ მილიონზე მეტი სტუმრისთვის ... ჩვენს გამოჩენილ საკონდიტრო მზარეულებს 200 000 სადღესასწაულო ნამცხვარი ექნებათ გამომცხვარი ... წლევანდელი თეთრი სახლის სადღესასწაულო თემა არის "სადღესასწაულო საჩუქარი" და ჩვენი დეკორაციები ასახავს ჩვენი, როგორც ერის ზოგიერთ ყველაზე დიდ საჩუქარს: დაწყებული ჩვენი სამხედრო ოჯახებიდან, ადამიანების ცხოვრებაზე განათლების ზეგავლენით დამთავრებული", - აღნიშნა მიშელ ობამამ.


„ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც მიშელმა და მე მივიღეთ უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, იყო ის პატივი, რომელიც ჩვენ გვერგო - გვემსახურა როგორც თქვენს პრეზიდენტს და პირველ ლედის. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უმუშევრობის წინააღმდეგ და მისი დონე ცხრაჯერ დავწიეთ დაბლა. ჩვენ უზრუნველვყავით ჯანმრთელობის დაზღვევა კიდევ ოცი მილიონი ამერიკელისთვის და ახალი დაცვის მექანიზმები შევქმენით მათთვის, ვისაც ის უკვე ჰქონდა. ჩვენ ამერიკა უფრო პატივსაცემი ქვეყანა გავხადეთ მთელ მსოფლიოში, ვიკისრეთ ლიდერობის პასუხისმგებლობა ამ პლანეტის დასაცავად ჩვენი შვილებისთვის და ბევრი, ბევრი სხვა რამ. უამრავი სხვადასხვა ქმედებებით ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული გახდა, ვიდრე ის იყო, როდესაც ჩვენ პირველად მოვედით თეთრ სახლში. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ამ პროგრესს დავეყრდნობით და მასზე ავაგებთ მომავალ წარმატებას", - განაცხადა ბარაკ ობამამ.


„ჩვენ ჩვენი დების და ძმების დამცველები უნდა ვიყოთ, სხვებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა რომ გვექცეოდნენ. ავადმყოფებს უნდა მოვუაროთ ... მშიერი დავაპუროთ... მივიღოთ უცხო ... არ აქვს მნიშვნელობა, საიდან არიან ისინი და რომელი აღმსარებლობის. როგორც ყოველთვის, ჩვენი ჯარები შორს არიან სახლიდან წლის ამ დროს. მათი სიმამაცე და ერთგულება გვაძლევს ჩვენ საშუალებას ვიზეიმოთ დღესასწაულები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობდით მათთვის ისე გვემსახურა, როგორც ისინი ემსახურებიან ქვეყანას. ეცადეთ დაფიქრდეთ, თუ როგორ შეგიძლიათ პატივი სცეთ და მხარი დაუჭიროთ ამ მოსამსახურეებს, ვეტერანებს და სამხედრო ოჯახებს თქვენს საზოგადოებებში - არა მხოლოდ დღესასწაულების დროს, არამედ მთელი წლის განმავლობაში", - მიმართა მოსახლეობას მიშელ ობამამ.


მიმართვის დასასრულს, პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა ამერიკელ ხალხს, უერთგულონ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ისინი იზიარებენ და ობამების ოჯახის სახელით ამერიკელ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.


 

 

 

big_banner
არქივი