iPhone-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ხმოვანი ასისტენტი Siri პირად შეტყობინებებს პაროლის გარეშე ნებისმიერ ადამიანს წაუკითხავს.
ტექნიკურ ხარვეზს ბრაზილიაში მიაგნეს. ჯერ უცნობია რამ გამოწვია მომხდარი, თუმცა სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტექნიკური გართულება ერთ-ერთი მიზეზი Siri-ს ისეთ აპლიკაციებზე წვდომა უნდა იყოს, როგორებიც WhatsApp-ი, Skype და Telegram-ია. როგორც წესი Siri პირად შეტყობინებებს პაროლის გარეშე არ კითხულობს.
WhatsApp-ის, Skype-ს, Telegram-ის და მსგავსი აპლიკაციების შემთხვევაში iPhone-ს ხმოვანი ასისტენტი Siri მესამე პირს საშუალებას აძლევს პაროლის მოხსნის გარეშე პირადი შეტყობინებები წაიკითხოს. რაც შეეხება მობილურ ტელეფონში შემოსულ ტექსტურ შეტყობინებებს (SMS), ხმოვანი ასისტენტი პაროლის მოხსნის გარეშე მიღებულ შეტყობინებებს არ კითხულობს.
მსგავსი ტიპის ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩინეს smart Apple HomePod-შიც, რომელიც მესამე პირს არამხოლოდ აპლიკაციებში მიღებული შეტყობინებების, არამედ SMS-ების კითხვის საშუალებას დამცავი კოდის მოხსნის გარეშე აძლევს.
მანამდე Apple-ის ახალ სარეკლამო რგოლში ოპერატიული სისტემის ხარვეზი გაიპარა.
Apple-ის ღონისძიება 27 მარტს ჩიკაგოში გაიმართება, სადაც კომპანია ახალი პროდუქციის წარდგენას გეგმავს.