logo_geo
რონალდინიომ პოლიტიკური კარიერა დაიწყო
- +

22 მარტი. 2018. 15:30



„ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა, 2005 წლის „ოქროს ბურთის" მფლობელმა რონალდინიომ პოლიტიკური კარიერა დაიწყო და ბრაზილიის რესპუბლიკურ პარტიას შეუერთდა.


მომავალ წელს, ყოფილი ფეხბურთელი საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

„ბედნიერი ვარ იმით, რომ მონაწილეობას ვიღებ პროექტში, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა, მოუტანოს განვითარება, ბედნიერება და ჯანმრთელობა მთელს მოსახლეობას", - განაცხადა რონალდინიომ.


ბრაზილიის რესპუბლიკური პარტია ცნობილია ულტრაკონსერვატული შეხედულებებით, ტრადიციული ღირებულებების დაცვით და ლგბტ-ს დევნით. პარტიის ამოცანებში შედის არა მხოლოდ ბრძოლა ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ, არამედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების იძულებით მკურნალობა.




 

big_banner
არქივი