logo_geo
თურქ მომღერალს პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- +

22 მარტი. 2018. 21:26



თურქ მომღერალს პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის 10 თვის ციხეში გატარება მოუწევს. გამოძიების მიხედვით, მსახიობმა და მომღერალმა ზუჰალ ოლჩაიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეურაცხყოფა 2016 წელს მიაყენა.


კერძოდ, მომღერალმა ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი შეცვლა და ერდოღანის სახელი ნეგატიურ კონტექსტში ახსენა. ამავე დროს სიმღერის დროს ოლჩაიმ უცენზურო ჟესტი გააკეთა პრეზიდენტის მისამართით.


თავად ბრალდებული თავის ჩვენებაში დანაშაულს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ერდოღანის სახელი მხოლოდ იმის გამო ახსენა, რომ ის კარგად ერითმებოდა სხვა სიტყვებს, ხოლო ჟესტი მაყურებლებისადმი იყო მიმართული.


პრეზიდენტის შეურაცხყოფა თურქეთში ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება. აღნიშნული მუხლით საქმე 1800-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ არის აღძრული. მათ შორის არიან ერდოღანზე კარიკატურის ავტორები, სილამაზის კონკურსის ყოფილი გამარჯვებული, თურქი კალათბურთელი და რამდენიმე სკოლის მოსწავლეც კი.






 

big_banner
არქივი