logo_geo
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ერთი მფრინავი ემსხვერპლა
- +

23 მარტი. 2018. 01:47



თურქეთის პროვინცია ნევშეხირში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა მფრინავი. ინფორმაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების ვებგვერდი ავრცელებს.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.


შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მუშაობენ.


თურქეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას 2 მფრინავი 16 თებერვალსაც ემსხვერპლა.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი