logo_geo
საფრანგეთის პრემიერის განცხადებით, სუპერმარკეტში მძევლების აყვანა ტერაქტზე მიუთითებს
- +

23 მარტი. 2018. 17:22




საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ედუარ ფილიპის განცხადებით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მძევლების აყვანა ტერაქტზე მიუთითებს.

 

„მძევლების აყვანის გარემოებები იმაზე მიგვითითებს, რომ საუბარია ტერორისტულ აქტზე", - განაცხადა ედუარ ფილიპმა.


შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა, განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოს" წარმოადგენს.


არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე, ტრების კომუნაში მდებარე სუპერმარკეტ Super U-ში შევიდა და მძევლები აიყვანა.


ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციისა და სპეცრაზმის წარმომადგენლები.


ტერაქტის ადგილას საფრანგეთის შს მინისტრი ჟერარ კოლონი გაემგზავრა. თავის მხრივ, პროკურატურამ საქმის ძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.


ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხრეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მძევლების აყვანის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი