logo_geo
არა, Facebook-ზე BFF-ის დაწერა არ გიჩვენებთ თქვენი ანგარიშის დაცულობის დონეს!
- +

24 მარტი. 2018. 00:53



FACEBOOK-ზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომენტარში BFF-ის დაწერით შესაძლებელია თქვენი ანგარიშის დაცულობა შეამოწმოთ. სხვადასხვა გვერდები წერენ, რომ თუკი კომენტარში BFF-ს დაწერისას წარწერა გამწვანდება თქვენი ანგარიში დაცულია, გაყვითლების შემთხვევაში კი აუცილებელია პაროლი შეცვალოთ, რადგან შესაძლოა ანგარიში გაგიტეხონ.


აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!


ბოლო რამდენიმე თვეა FACEBOOK-ს დაემატა ახალი ფუნქცია. კერძოდ, კომენტარში დაწერისას კონკრეტული სიტყვები ანიმაციებს ქმნის. მათ შორის არის „congratulations", „xoxo" და „BFF" (best friends forever). დაწერის შემდეგ სიტყვები კონკრეტულ ფერს იღებს, მათზე დაკლიკვის შემთხვევაში კი ეკრანზე სხვადასხვანაირი ანიმაციები ჩნდება ბუშტების, გულების ან ფეიერვერკის სახით. თუ ფეისბუქის მომხმარებელი კომენტარში გამწვანებულ BFF-ის დაკლიკავს ეკრანზე, ანიმაციის სახით, ორი ხელის დარტყმას და ფოიერვერკს დაინახავს.


ამ ფაქტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის სწრაფი ტემპით გავრცელება გამოიწვია იმან, რომ ბოლო რამდენიმე დღეა FACEBOOK სკანდალშია გახვეული მომხმარებელთა პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების გამო.


სამომავლო გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია იცოდეთ, რომ FACEBOOK-ს სხვა სიტყვების და აბრევიატურების გაშვება აქვს დაგეგმილი, რომლებიც სხვადასხვა ანიმაციებს გამოიწვევს. მათ შორის იქნება: rad, bff, lmao, thank you so much.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი