logo_geo
ჩეხეთის პრეზიდენტმა საშობაო ინტერვიუში მოსახლეობას საშიში ცხოვრება უსურვა
- +

25 დეკემბერი. 2016. 18:00




BBC-ის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა თავის საშობაო ინტერვიუს დროს ქვეყნის მოსახლეობას საშიში ცხოვრება უსურვა.


მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ყველასთვის ჯანმრთელობის სურვება მოსაწყენია.


„ვეცდები, ორიგინალური ვიყო. იცით, რას გისურვებთ, ძვირფასო მსმენელებო? საშიშ ცხოვრებას. ცხოვრებას, რომელიც სავსეა რისკებით, ბრძოლებით და რაც მთავარია, სრულ გამარჯვებებს, რადგან ბრძოლების გარეშე გამარჯვებებს ვერ მოიპოვებთ. წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა მილოშ ზემანმა.


 

big_banner
არქივი