logo_geo
ევროკომისია Facebook-ის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს!
- +

26 მარტი. 2018. 13:46


 

ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-თან მიმართებაში, რომელიც პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების სკანდალშია გახვეული, მკაცრი ზომები გატარდება.

 

„Facebook-ის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების ბოროტად გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა ევროკომისარმა.


ევროკომისარმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით Facebook-ის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური განცხადება მოითხოვა.

 

„Facebook-ისგან შემდგომ განმარტებებს მოვითხოვ, მაგალითად, იმის თაობაზე, თუ რა დონით შეეხო მონაცემთა ბოროტად გამოყენება ევროპელ მომხმარებლებს", - აღნიშნა ვერა იუროვამ.


იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად განიხილავენ და საჭირო ზომების მომზადებაზე მუშაობენ.

 

„ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს", - დასძინა მან.




 

big_banner
არქივი