logo_geo
კემეროვოს ხანძარს 41 ბავშვი ემსხვერპლა
- +

27 მარტი. 2018. 12:13



რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ დაღუპულების ოჯახებისთვის შექმნილ შტაბში განაცხადეს.


კემეროვოში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. 27, 28 და 29 მარტს რეგიონში სავაჭრო ცენტრში დაღუპულებს იგლოვებენ.


კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება.



 

big_banner
არქივი