logo_geo
ბაქო გლობალური ფინანსური ცენტრების სიაში შეიყვანეს
- +

27 მარტი. 2018. 16:35



აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო „გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსი 2018" სიაში შეიყვანეს, რომელიც გავლენიანმა ანალიტიკურმა ცენტრმა Z/Yen შეადგინა.


ამ ინდექსში ბაქო პირველადაა წარმოდგენილი. კასპიისპირა ქვეყნის დედაქალაქის რეიტინგი 511-ს შეადგენს.


პირველ ადგილზე 794 რეიტინგით ლონდონია, მეორე ადგილს ნიუ-იორკი იკავებს (793), შემდეგ ჰონკონგი მოდის (781). მეოთხე ადგილზე სინგაპურია (765), ხოლო ხუთეულს ტოკიო ხურავს რეიტინგით 749.


ინდექსი 103 ფაქტორის გათვალისწინებით არის შედგენილი, რომლებიც მსოფლიო ბანკმა, გაერომ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ და The Economist Intelligence Unit-მა წარმოადგინეს.



წყარო - m2b.ge

 

 

big_banner
არქივი