logo_geo
მოსკოვის სასამართლომ „კანონიერი ქურდი” შაქრო კალაშოვი 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო
- +

27 მარტი. 2018. 17:43



მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „კრიმინალური ავტორიტეტი" შაქრო კალაშოვი („შაქრო მალადოი") რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო.

 

„კალაშოვმა საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად ჟანა კიმს ფული გამოსძალა", - ნათქვამია სასამართლოს განაჩენში.


პროკურორი კალაშოვისთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვს.


განაჩენის გამოცხადება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, სასჯელის ზომას მოსამართლე განაჩენის დასკვნით ნაწილში დაასახელებს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი