logo_geo
"ბავშვებო, გვაპატიეთ!" - კემეროვოს ხანძრის დროს დაღუპული ოჯახების უმძიმესი ისტორიები...
- +

28 მარტი. 2018. 02:32

 

 

 

კემეროვოში მომხდარი ხანძრის შედეგად მსხვერპლი 64 ადამიანამდე გაიზარდა. 14 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 53 - ამბულატორიულ მკურნალობას გადის.

 

 

გარდაცვლილებს შორის უმეტესობა ბავშვია. "რია ნოვოსტის" წყაროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 41 ბავშვი დაიღუპა. ისინი კინოსა და გასართობ ცენტრში მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

 

 

ხანძარმა 12 წლის დაშა სარაევა იმსხვერპლა. მას დიდი ხნის მანძილზე უნდოდა კინოში წასვლა, თუმცა დედამ მისი წაყვანა ვერ შეძლო, 25 მარტს კი დაშა ოჯახის ახლობელმა, ანფისა კლიაინმა წაიყვანა კინოს სანახავად, ორივე მათგანი ახლა დაკარგულთა სიაშია.

 

 

ანფისას ქმარი მივლინებაში იმყოფებოდა, მას უკვე შეატყობინეს ცოლის გარდაცვალების შესახებ.

 

 

 

 

ბახაევების მთელი ოჯახი - 30 წლის ვიაჩესლავი და ირინა, 7 წლის ანიუტასთან ერთად ხანძრის დროს დაიღუპნენ.

 

 

ირინამ დედასთან დარეკვა მოასწრო და უთხრა, რომ იგუდებოდნენ, გარეთ გამოსვლა კი არ შეეძლოთ. მისი ძმა ამბობს, რომ ზარიდან რამდენიმე წუთში ირინას და ვიაჩესლავის ტელეფონზე დარეკვა უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

 

 

 

კინოთეატრში გარდაიცვალნენ იგორ ტესლენკო და მისი 8 წლის შვილი, არინა. იგორი ცოლთან გაშორებული იყო, თუმცა შვილთან ბევრ დროს ატარებდა.

 

 

იგორმა არინა კინოთეატრში წაიყვანა, ბავშვი დიდი ხნის მანძილზე თხოვდა მამას, კინო ენახათ ერთად. ყოფილი ცოლი, ელენა მეორე შვილთან ერთად სახლში დარჩა.

 

 

 

 

როდესაც ცოლის, ოლგასა და შვილის, ლიზას გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს, ალექსანდრ სიბკოს გულის შეტევა დაემართა.

 

 

ის მივლინებაში იმყოფებოდა, ნოვოსიბირსკში. ექიმებმა ალექსანდრეს გადარჩენა შეძლეს.

 

 

26 მარტს ლიზას ცხედარი ამოიცნეს, ოლგას კი ექსპერტიზის შედეგად იპოვიან.

 

 

 

 

კემეროვოში უკვე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინმა დაშავებულები მოინახულა და საზოგადოებას განუცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობაში ეჭვი არ უნდა შეიტანონ. სოციალურ ქსელებში ფიქრობენ, რომ ხანძარმა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით გაცილებით მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

ქალაქის მაცხოვრებლები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიასთან მიდიან, დაღუპული ბავშვების მოსაგონებლად სათამაშოები და ყვავილები მიაქვთ. "ბავშვებო, გვაპატიეთ!" - წერია პლაკატზე, რომელიც კემეროვოელებმა თოჯინებთან ერთად მიიტანეს.

 

 

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად გამოძიება მოკლე ჩართვას ასახელებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განუცხადა.

 

 

„ეს ან მოკლე ჩართვით გამოწვეული ელექტროობის თვითაალებაა, ან ვერსია, რომლისაც ჩვენ უფრო ნაკლებად გვჯერა - ღია ცეცხლის გამოყენება. საბოლოო პასუხის მისაღებად ექსპერტიზებია დანიშნული", - განაცხადა ბასტრიკინმა.

 

 

მისივე თქმით, სიგნალიზაცია სავაჭრო ცენტრში არ მუშაობდა, ხოლო ხანძრის გაჩენის შემდეგ დაცვის თანამშრომელმა „განგაში არ ჩართო", რასაც გამოძიებამ „გონივრული ახსნა" ვერ მოუძებნა.

 

 

„ფაქტობრივად, უსაფრთხოების სისტემა ზოგადად ბედის ანაბარა იყო მიტოვებული და არ ფუნქციონირებდა", - აღნიშნა მან.

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი