logo_geo
ხარკოვში რესტორანთან მომხდარი სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიჭრა
- +

30 მარტი. 2018. 12:48



უკრაინის ქალაქ ხარკოვში რესტორანთან მომხდარი სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიჭრა.


გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ საღამოს, კავკასიური სამზარეულოს რესტორანთან მოხდა. სროლის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის და დაიჭრა საქართველოს მოქალაქე.

 

„წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთ რესტორანში 10-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. როდესაც ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, მათ მიუახლოვდა რამდენიმე უცნობი პირი და ცეცხლი გახსნეს. ერთი მამაკაცი თავის არეში, მეორე კი ფეხში დაიჭრა. მოგვიანებით ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დამნაშავეებმა ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე დატოვეს და მიიმალნენ", - განაცხადა ხარკოვის ოლქის პოლიციის პრესმდივანმა ელენა ბარანიკმა.



 

big_banner
არქივი