logo_geo
სტივენ ჰოკინგი ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალეს
- +

31 მარტი. 2018. 20:49



ბრიტანელი მეცნიერი ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის, ჩარლზ დარვინისა და სხვა ბრიტანელი მეცნიერების გვერდით დაკრძალეს


სამგლოვიარო ცერემონიაზე მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ.


ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, 76 წლისა გარდაიცვალა.


ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს.


ლონდონში, ვესტიმნსტერის სააბატოში დიდი ბრიტანეთის ბევრი საზოგადო, პოლიტიკური და კულტურის მოღვაწეა დაკრძალული. 18-ე საუკუნის შუა წლებამდე ის ინგლისელი მონარქების დაკრძალვის მთავარი ადგილი იყო.




 

big_banner
არქივი