logo_geo
H&M-ს 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების გაუყიდავი ტანსაცმელი დაუგროვდა!
- +

1 აპრილი. 2018. 23:07



თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტანსაცმლის ინდუსტრია ვითარდება, შვედური მწარმოებელი H&M-ი პრობლემებს განიცდის. „ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, კომპანიას 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების გაუყიდავი ტანსაცმელი დაუგროვდა.


ამერიკული მედიის ცნობით, გაუყიდავი ტანსაცმლის პრობლემა H&M-ს ჯერ კიდევ გასულ წელს დაეწყო, როდესაც კომპანიის გაყიდვები შემცირდა. სამი თვის განმავლობაში კი თებერვლის ჩათვლით, მოგება 62%-ით შემცირდა.


ამასთან, ბოლო პერიოდში შვედურ მწარმოებელს არაერთი პრობლემა შეექმნა. კერძოდ, H&M-ი იძულებული გახდა სამხრეთ აფრიკაში დაეხურა მაღაზიები სოციალურ მედიაში აგორებული სკანდალის გამო.


როგორ უნდა გამოასწოროს კომპანიამ აღნიშნული პრობლემა? როგორც H&M-ში აცხადებენ, ისინი აპირებენ პროდუქციაზე ფასების შემცირებას და მაღაზიების გაფართოვებისგან თავის შეკავებას. ამასთან, იმედოვნებენ,


რომ ონლაინ გაყიდვების კუთხით ისინი წელს 25% პროცენტიან ზრდას შეძლებენ.


როგორც კომპანიის დამფუძნებლის, ერლინგ პერსონის შვილიშვილმა განაცხადა, ტანსაცმლის ინდუსტრიის სწრაფი ცვლილება სწორედ H&M-ზე აისახა. „წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო", - განაცხადა მან.


შეგახსენებთ, H&M-ი 1947 წელს დაარსდა. შვედური კომპანია წლის განმავლობაში ასობით მილიონ ტანსაცმელს და აქსესუარს აწარმოებს.


H&M-ის პირველი ოფიციალური მაღაზია საქართველოში გასულ წელს გაიხსნა. უახლოეს მომავალში თბილისში მისი კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა იგეგმება.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი