logo_geo
მსოფლიოს 10 ქალაქი, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირი ღირს!
- +

1 აპრილი. 2018. 23:35



უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო Savills-მა იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც უძრავი ქონების, ბინის დაქირავება ყველაზე ძვირი ღირს.


 „ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ Savills-ის რეიტინგს:

 

1.სან-ფრანცისკო


ყველა ძვირი ქალაქი, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია, სან-ფრანცისკოა. აქ სტანდარტული ბინის დაქირავება კვირაში საშუალოდ 650 დოლარს შეადგენს.

 

2.ნიუ-იორკი


ნიუ-იორკი მსოფლიოს ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია. აქ ერთი კვირით ბინის დაქირავება საშუალოდ 570 დოლარი ღირს.

 

3. ლოს-ანჯელსი


ლოს-ანჯელესში, ქალაქში, რომელიც მსოფლიო კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრად ითვლება, ერთი კვირით ბინის დ

აქირავება 550 დოლარი დაგიჯდებათ.

 

4.ლონდონი


რეიტინგში მე-4 ადგილზეა ლონდონი. აქ ერთი კვირით ბინის დაქირავება საშუალოდ 500 დოლარი ჯდება.


5. დუბლინი, ირლანდია


სიძვირის მიხედვით მე-5 ადგილზეა დუბლინი. ამ ქალაქში ბინის დაქირავება საშუალოდ 480 დოლარი ღირს.


6. ჩიკაგო, ამერიკა


ათეულში მოხვდა ამერიკის კიდევ ერთი ქალაქი ჩიკაგო. აქ ერთი კვირით ბინის დაქირავება 480 დოლარად არის შესაძლებელი. ჩიკაგო ითვლება ეკონომიკურ, სამრეწველო, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად.

 

7. სიდნეი, ავსტრალია


Savills-ის რეიტინგის მე-7 ადგილზე ავსტრალიის დედაქალაქი მოხვდა. სიდნეიში ერთი კვირით ბინის დაქირავება 470 დოლარი ღირს.

 

8. ჰონკონგი


ჰონკონგში ერთი კვირით ბინის დაქირავება შესაძლებელია 450 დოლარად. ჰონკონგი საერთაშორისო ფინანსური და სავაჭრო ქალაქია. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში განთავსებული კომპანიების სათაო ოფისებით ჰონკონგი ლიდერის პოზიციაზეა.


9. მაიამ, ამერიკა


ათეულში მოხვდა ამერიკის კიდევ ერთი ქალაქი - მაიამი. აქ ჰონკონგის ანალოგიურად ერთი კვირით ბინის დაქირავება 450 დოლარი დაგიჯდებათ.

 

10. პარიზი, საფრანგეთი


ათეულს ასრულებს პარიზი. ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრში ერთი კვირით ბინის დაქირავება 430 დოლარი ჯდება.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი